logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: სააკაშვილს ამერიკაში არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნია
- +

2 აგვისტო. 2017. 14:10

 


„მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „ახალ თაობასთან" ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს:

 

„მეუბნებოდნენ, რომ უკრაინის კონსტიტუციიდან გამომდინარე, არ შეიძლება პირის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, თუ ის არის უკრაინის მოქალაქე, მაგრამ არსებობს კანონიერი გზა, ადამიანს ჩამოერთვას მოქალაქეობა თუ მან ჩაიდინა თაღლითობა,  ამ ეტაპზე დამტკიცდა კიდეც, რომ სააკაშვილს თაღლითობა ჩაუდენია.

 

ამერიკას არავითარი გეგმები არ აქვს სააკაშვილთან დაკავშირებით. სააკაშვილს ამერიკაში არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნია. შეიძლება რამდენიმე ადამიანთან ინარჩუნებს პირად ურთიერთობებს, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სენატისა და კონგრესის მხარდაჭერა არ გააჩნია. ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში სააკაშვილს ამერიკელები თავის ტკივილსა და ბუასილს ეძახდნენ, იმიტომ, რომ ყელში ამოუვიდათ, რაც კარგად გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოში. ამერიკელებმა სპეციალურად გამოაგზავნეს კონდოლიზა რაისი და პირობა დაადებინეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაატარებდა არავითარ სამხედრო ოპერაციას. 2008 წლის აგვისტოში, როცა ყველაფერი მიმდინარეობდა ცხინვალის რეგიონში, მერე დაარეკინა ეკა ტყეშელაშვილს (თვითონ ვერ გაბედა). მაშინ ჩათვალეს, რომ ეს იყო ღალატი.

 

პოროშენკომ თავის დროზე სააკაშვილი თავისი ინიციატივით დანიშნა. არც ამერიკას და არც არავის მისთვის რეკომენდაცია არ მიუცია. ახლა პოროშენკომ აზრი შეიცვალა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ჩვენი ურთიერთობები განვითარდება.

 

სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უკვე დამუშავებულია. ის ვეღარ დაბრუნდება პოლიტიკაში. საქართველოში (ღმერთმა ნუ ქნას) ფინანსურ-ეკონომიკური კოლაფსი რომ მოხდეს, შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს ვინმე დემაგოგი და აფერისტი, მაგრამ სააკაშვილი კი არა, სხვა იქნება, რადგან სააკაშვილს უკვე იცნობენ. არა მგონია, უკრაინაში სააკაშვილმა ისევ მოიპოვოს ნდობა", - აცხადებს მამრაძე.

 










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner