logo_geo
eng_logo
პატრიარქი: მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ერმა და ეკლესიამ, მაგრამ ძალა ღვთისა ფარავდა ყველაფერს
- +

2 აგვისტო. 2017. 14:57


 

„მართალია მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ერმა და ეკლესიამ, მაგრამ ძალა ღვთისა ფარავდა ყველაფერს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.


სვეტიცხოვლის ტაძარში ილია მეორის ანგელოზის დღესთან, წმინდა ილია თეზბიტელის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა დასრულდა.


„როდესაც ჩვენ ვუყურებთ წარსულს და დღევანდელ დღეს, ჩვენ გვეთქმის მხოლოდ ერთი - დიდება და მადლობა უფალს ყველაფერისათვის. მართლაც მძიმე გზა გამოიარა ჩვენმა ერმა და ეკლესიამ, მაგრამ ძალა ღვთისა იყო ყველაზე ძლიერი, ძალა ღვთისა ფარავდა ყველაფერს და აი, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა სუფევს დღეს საქართველოში. ყველას გილოცავთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის დღეს, ყველას გილოცავთ წმინდა ილია მართლის დღეს. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა", - ბრძანა უწმინდესმა.


პატრიარქის ქადაგებამდე უწმინდესს ამბიონზე მიტროპოლიტმა ანანიამ (ჯაფარიძემ) მიმართა და მისი მოღვაწეობის 40 წელი შეაფასა. მეუფე ანანიას თქმით, ათეისტური რეჟიმის დროს საქართველოში ხალხს პირჯვრის წერის რცხვენოდათ და ეშინოდათ, სარწმუნოება მინავლებული და თითქმის გამქრალი იყო, ეკლესია - დამცრობილი. მეუფე ანანიას თქმით, პატრიარქმა ეკლესია უდიდეს სიმაღლეზე აიყვანა, ერი კი სულიერების დიდ საფეხურზე.


მისივე თქმით, ეკლესია უახლოვდება იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი წმინდა ეკლესია სვეტიცხოველში განსვენებულ მეფეთა დროს იმყოფებოდა, მეფე მირიანის, ვახტანგ გორგასლის და სხვათა დროს, როდესაც ეკლესიას საზოგადოებაში ღირსეული ადგილი ეკავა.


ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ ბერი ანდრიას სახელობის ფონდის წევრები, სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი მშობლები, რათა პატრიარქისთვის ანგელოზის დღე მიელოცათ.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner