logo_geo
eng_logo
5 აგვისტოს Black Sea Arena-ზე „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება
- +

2 აგვისტო. 2017. 14:59

 


Black Sea Arena და Check in Georgia წარმოგიდგენთ ლეგენდარული „ქართული ხმების" საიუბილეო კონცერტს „30 წელი სცენაზე". Black Sea Arena-ზე კონცერტი 5 აგვისტოს გაიმართება.


კონცერტში მონაწილეობას იღებენ: ქართული ხმები, ნატო მეტონიძე, დათო ევგენიძე, ჯგუფი ირაო და  თბილისის ბიგ ბენდი. სპეციალური სტუმარი: ოზურგეთის შვიდკაცა.


კონცერტზე შესრულდება ქართული ხმების ფოლკლორული და საესტრადო რეპერტუარის შედევრები.


კონცერტის დამდგმელი რეჟისორი გახლავთ ბასა ფოცხიშვილი. მხატვარი: თამრიკო ფოცხიშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, Black Sea Arena-ზე „ქართულ ხმებს" დაეხმარება თბილისის ბიგ ბენდი, რომელიც კონცერტის შემდეგ  საგასტროლოდ მიემგზავრება ბულგარეთსა და სერბეთში სადაც 8 და 13 აგვისტოს ჯაზის საერთაშორისო ფესტივალებზეა მიწვეული.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner