logo_geo
eng_logo
ირინა გოგოსაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კრემლის პროექტია!
- +

2 აგვისტო. 2017. 18:45



ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი ნაციონალურ მოძრაობას კრემლთან გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც ჟურნალისტი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განმარტავს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის ჩამოსვლა „ვარდების რევოლუციის" დროს, ამ ყველაფერში არწმუნებს.


„თავს დავდებ, ეს იყო ურთიერთშეთანხმებული ომი სააკაშვილსა და პუტინს შორის. ნაციონალური მოძრაობა კრემლის პროექტია! ამაში ეჭვი იმ დღიდან არ მეპარება, როდესაც საქართველოში ე.წ. „ვარდების რევოლუციის" დროს საქართველოში რუსეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინიტრი იგორ ივანოვი ჩამოვიდა და ანგარიში პარადით ჩაიბარა! ვის მოძღვრავთ თქვე მართლა რუსეთის აგენტებო?! რამე არ შეგეშალოთ, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით. მათ შორის, ისიც, ვინ ლობირებდა პრეზიდენტობაზე გიგი უგულავას, თუმცა, თვითონ უგულავა გამოდგა ნაგავი და ვერ ივარგა!", - განაცხადა ირინა გოგოსაშვილმა.











 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner