logo_geo
eng_logo
უკრაინული მედია: გენერალური პროკურორი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას გეგმავს
- +

2 აგვისტო. 2017. 20:13



უკრაინელი ბლოგერი, ჟურნალისტი ნიკოლაი ფელდმანი სოციალურ ქსელ facebook-ში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერს.


„მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის შემთხვევაში, გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მის საქართველოში ექსტრადირებას გეგმავს", - წერს ფელდმანი.


ჟურნალისტის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ბლოგერებთან შეხვედრისას გააკეთა. ფელდმანის ინფორმაციით, ლუცეკომ განაცხადა, რომ მას სხვა გზა არ ექნება.


ამავე დროს, კიდევ ერთი ბლოგერი ეკატერინა ზოლოტარევა, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას გენერალურ პროკურორთან, განმარტავს, რომ ლუცენკო არ გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ ექსტრადირებას.


„ლუცენკომ თქვა, რომ თუკი ქართველები კიდევ ერთხელ მოითხოვენ, ის, კანონის შესაბამისად, ამას გააკეთებს. გენერალური პროკურორი სააკაშვილის ექსტრადირებას თავად დაუყოვნებლივ არ აპირებს", - აღნიშნა ზოლოტარევამ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით ჩამოერთვა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner