შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თეა პერტაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კახეთის გზატკეცილზე საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია!!! სამუშაოებში ჩართულია 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, დაშავებული არავინაა..." - წერს თეა პერტაია.