logo_geo
eng_logo
აფხაზეთში, სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა
- +

2 აგვისტო. 2017. 23:01


 

აფხაზეთის ზღვისპირა სოფელში მდებარე სამხედრო საწყობში საბრძოლო მასალა აფეთქდა, რის შედეგადაც 25 ადამიანი დაშავდა ამჟამად ახლომდებარე სოფლის მოსახლეობის ევაკუირება მიმდინარეობს.


აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ცნობით, დაშავებულია რუსეთის 20 მოქალაქე.


საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მათ რამდენიმე ხნით ადრე განუცხადა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე, 3 სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ხანძრის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner