logo_geo
eng_logo
დიმიტრი მედვედევი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო
- +

2 აგვისტო. 2017. 23:20



რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც რუსეთისთვის  სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. მედვედევის თქმით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო.

 

„აშშ-ს პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სასანქციო კანონის ხელმოწერა რამდენიმე შედეგის მომტანია. პირველი, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო. მეორე, რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადეს. მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ სრული უუნარობა გამოაჩინა, როდესაც აღმასრულებელი უფლებამოსილება კონგრესს გადასცა. ეს ძალთა განლაგებას ცვლის აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.


მისი თქმით, ამერიკულმა ისტებლიშმენტმა სუფთად მოუგო ტრამპს.

 

„პრეზიდენტი ახალი სანქციებით მოხარული არ არის, მაგრამ მას არ შეეძლო ხელი არ მოეწერა კანონზე. ახალი სასანქციო თემა პირველ რიგში ტრამპისთვის ადგილის მიჩენას ემსახურებოდა. წინ ახალი მცდელობები იქნება, რომლის საბოლოო მიზანი ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოშორება იქნება. არასისტემური მოთამაშე ლიკვიდირებული უნდა იყოს. ამავდროულად, ამერიკული ბიზნესის ინტერესები სრულად უგულველყოფილია", - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner