ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2018 წელს ინფლაცია 3%-მდე შემცირდება თუმცა, წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა იქნება.
2017 წლის მეორე კვარტალში ინფლაცია გაიზარდა და ივნისში 7.1% შეადგინა. ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ. რომ დროებითი ფაქტორების გავლენა ინფლაციის წლიურ მაჩვენებელზე 2017 წლის ბოლომდე შენარჩუნდება.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, სებ-ის პროგნოზით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2017 წელს 4%-ით გაიზრდება და თუ საგარეო ფაქტორების გაუმჯობესების მიმდინარე ტენდენცია შენარჩუნდება, მოსალოდნელია, რომ მშპ-ის ზრდამ წელს 4%-საც გადააჭარბოს.