დევნილი ხელისუფლების პრემიერ- მინისტრი, ბესარიონ გუგუშვილი მის წიგნში- „მკვლელობის დაკვეთა," ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალებზე წერს:
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები
მანანა არჩვაძე გროზნოში გადასაფლავებისას ზ.გამსახურდიას ცხედრის მდგომარეობის შესახებ...
მანანა არჩვაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზ. „ასავალ-დასავალში" 2009 წლის 23 თებერვლის ნომერში - ანუ, უკვე ზ.გამსახურდიას ნეშტის გროზნიდან თბილისში გადასვენების შემდეგ. არჩვაძის ინტერვიუდან, მისი პასუხებიდან თვალნათლივ ჩანს, რომ მან ჯერ არ იცოდა როსტოვის ექსპერტიზის დოკუმენტებში აღნიშნული ექსჰუმირებული ნეშტის ძვლოვანი სისტემის სერიოზული და რაც მთავარია თავის ქალის უძლიერესი მტვრევა-დაზიანებების შესახებ *) - რაც შემდგომ ზვიადის „სასტიკი წამების" ზღაპარს დაედო საფუძვლად და, რომ არჩვაძე ჯერ არც „მეორე ნატყვიარის" ზღაპარს იცნობდა.
ინტერვიუში, მანანა არჩვაძე შედარებით ობიექტურად აღწერს ზ.გამსახურდიას გვამის მდომარეობას იმ სახით, რა სახითაც იგი გროზნიში ჩაასვენეს - ანუ; რა სახითაც ნახეს ზვიადის შვილებმა, არაერთმა ქართველმა დეპუტატმა, თანამდებობებისა, ოჯახის სანდო პირებმა - და დაათვალიერეს ჩეჩენმა „პათანატომებმა, სამედიცინო-სასამართლო ექსპერტებმა"!- ძალზე არსებითია, რომ მანანა არჩვაძე გაკვრითაც კი არ ახსენებს სხეულის ძვლოვანი სისტემის რაიმე დაზიანებებს, რომელიც ამ „პათანატომებმა, სამედიცინო-სასამართლო ექსპერტებმა" და სხვა არაერთმა ზვიადის გვამის დამთვალიერებელმა შეამჩნიეს!
აქვე, ნიშანდობლივია, რომ მანანა არჩვაძე ცრუობს, რომ გროზნიში შედგენილი იქნა სასამართლო-სამედიციონო ექსპერტიზის დასკვნაც (აგრეთვე ჩქმალავს, რომ ცხედრის გაკვეთა არ ჩატარებულა), რომელიც მას „დაეკარგა"...
ძალზე ნიშანდობლივია, რომ მანანა არჩვაძე ადასტურებს ზ.გამსახურდიას უკიდურეს ანორექსიულ სიგამხდრეს: „როდესაც ზვიადი ჩავიბარეთ, ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი"! რასაც მრავალგზის და დაბეჯითებით ადასტურებენ ზვიადის მუდმივი თანმხლები პირები, რომლებიც ამასთანვე ზვიადის მძიმე ავადმყოფობას აღნიშნავენ.
მანანა არჩვაძის აღნიშნული ინტერვიუ (რომელშიც იგი მრავალ პირს იმოწმებს) ფრიად საინტერესოა იმ ზღაპრებთან დასაპირისპირებლად რომლებიც აგებულია ერთის მხრივ ზვიადის „სასტიკ წამებაზე"- რომლის დროსაც მას ვითომ ჩაულეწეს ნეკნები და გაუტეხეს მენჯის ძვლები (და, ამ ზღაპრებში ყოველთვის მიიჩქმალება, რომ ყველაზე სასტიკად ზვიადის ნეშტს თავისქალა ჰქონდა დამსხვრეული); და - მეორე მხრივ - აბითურებს იმ ზღაპარს, ვითომც გამსახურდიას ყელში კიდევ ერთი ნტყვიარი ჰქონდა...
რაც შეეხება, არჩვაძის ცრუპენტელობას ვითომც ჯოჰარის სამედიცინო ექპერტის, პათანატომის დასკვნით, ეს არ იყო თვითმკვლელობა - ამას ცალსახად აბათილებს თვით ჯოჰარ დუდაევის მიერ მის გამოსათხოვარ სიტყვაში იმის აღნიშვნა, რომ გამსახურდია თავისი ნებით წავიდა ამა ქვეყნიდან...