logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: რუსეთ-საქართველოს მეორე ომი კატასტროფით დასრულდება
- +

3 აგვისტო. 2017. 12:13


ჟურნალ „თბილისელებთან" საუბარში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის მისი საზღვრების სიახლოვეს განთავსებული NATO-ს ინფრასტრუქტურა არის სამხედრო საფრთხე და არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა, რომელშიც ეს ინფრასტრუქტურაა განთავსებული არის NATO-ს წევრი თუ არა.


„საქართველო შეიძლება, გაწევრიანდეს ალიანსში, მაგრამ რუსეთი  საფრთხედ მიიჩნევს არა წევრობას, არამედ სამხედრო ინფრასტრუქტურას, იმიტომ, რომ რუსეთის დოქტრინაში საფრთხედ შეფასებულია NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა და არა უშუალოდ NATO. NATO პირდაპირ საფრთხედ არ არის მითითებული. დღევანდელი ჩვენი შეირაღებული ძალების გათვალისწინებით, გამორიცხულია, რომ თავის დაცვა შევძლოთ. ამდენად რუსეთ-საქართველოს მეორე ომი კატასტროფით დასრულდება", - განაცხადა მაისაიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner