logo_geo
eng_logo
ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

3 აგვისტო. 2017. 12:31


ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა თორნიკე გვაზავამ, სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში, 2017 წელს განსახორციელებელ ტყის აღრიცხვის საკითხებზე დეტალურად ისაუბრა.


შეხვედრას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, ადგილობრივი თვითმართველობისა და სატყეო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


პროექტის ფარგლებში სამუშაოების დროს დაზუსტდება ტყის ფონდის გარე საზღვრები, არსებული მერქნული და არამერქნული რესურსის რაოდენობა და ხარისხი, რის საფუძველზეც შემუშავდება მომავალი 10 წლიანი პერიოდისათვის ტყის მართვის გეგმა, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა სატყეო სამეურნეო ღონისძიება.


სამუშაოები გურიის რეგიონში 86 000ჰა ფართობზე უნდა ჩატარდეს, რომელიც უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.


ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ჩოხატაურის სატყეო უბნის ტერიტორიაზე მსოფლიო ბანკის დახმარებით ENPI-FLEG II-ის ფარგლებში, ხოლო, ოზურგეთსა და ლანჩხუთში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner