„მოსკოვი საკუთარ ინტერესებს დაიცავს", - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„რუსეთი საკუთარ ინტერესებს დაიცავს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს", - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.
დიმიტრი პესკოვმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთა. დიმიტრი მედვედევის თქმით, „ვაშინგტონმა მოსკოვს სავაჭრო ომი გამოუცხადა".
გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.