logo_geo
eng_logo
ვანის მუნიციპალიტეტში ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება
- +

3 აგვისტო. 2017. 15:59



ვანის მუნიციპალიტეტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც  დაუფასოებელი და ბიო ჩაის წარმოებას უზრუნველყოფს.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ფერეთა ჩაი"-ს 25 წლის ვადით იჯარით გადასცა  ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერეთასა და ფერეთას საკრებულოში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,18 ჰა მიწის ნაკვეთი.  აღნიშნული ქონება  შპს „ფერეთა ჩაი"-ს „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცა.


„ფერეთა ჩაი" სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 36 თვის ვადაში შექმნის ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც ყოველწლიურად,  ყოველ ერთ 1 ჰექტარზე  მინიმუმ 500 კგ. დაუფასოებელ ჩაის,  ხოლო ბიოწარმოების შემთხვევაში,  ყოველ 1 ჰა-ზე 250 კგ. პროდუქციის დამზადებას შეძლებს.


„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კომპანიას  ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულების 70 პროცენტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს.


ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner