logo_geo
eng_logo
უკრაინის პრემიერი ვლადიმირ გროისმანი გახდება
- +

10 აპრილი. 2016. 23:33


უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლადიმირ გროისმანი გახდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი"  „პეტრო პოროშენკოს ბლოკის" წევრის ვადიმ დენისენკოს განცხადებაზე დაყრდნობით წერს.



„99,95-ით დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გროისმანი იქნება", - აღნიშნა დენისენკომ უკრაინული ტელეკომპანია „ესპრესოტვ"-ის ეთერში.

ის ირწმუნება, რომ „პეტრო პოროშენკოს ბლოკი" არსენი იაცენიუკის გადადგომას მხარს დაუჭერს.


დღეს, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner