„ყველაზე მაგარი ბიჭის დაბადების დღეა დღეს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოჩაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსზე, ანზორ ჩუბინიძეზე წერს.
„რამდენი ადამიანი გავიცანი ბოლო წლების განმავლობაში - ზოგი უფრო დავაფასე, ზოგი გადავაფასე. აი, ამ ადამიანზე პირველ დღეს რა წარმოდგენაც შემექმნა, ასეა დღემდე -ყველაზე სანდო და ერთგული, ჩემი ანზორი.
მინდა დიდხანს მყავდეს გვერდით, დიდხანს მეიმედებოდეს", - წერს ანა გოჩაშვილი.