logo_geo
eng_logo
გლდანში, გაყიდულ სტადიონთან დაკავშირებით, მესაკუთრესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- +

11 აპრილი. 2016. 00:56


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გლდანის მეხუთე მიკრორაიონში, გასხისებულ სტადიონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ სტადიონი, რომლის გაყიდვასაც მოსახლეობა აპროტესტებს, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიყიდა. ამჟამად კი კერძო მესაკუთრესთან ადგილმონაცველობით ტერიტორიის გაცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


„თბილისის მერიას პრესცენტრი ყავს?

თუ ყავს, გაეცით პაუხი რუსთავი 2 ზე გასულ დღევანდელ სიუჟეტს, რომელიც „ნაციონალების"  მიერ გლდანის მეხუთე მიკრორაიონში მოედნის გაყიდვას ეხება და მასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ასევე მოლაპარაკება კერძო მესაკუთრესთან ადგილმონაცველობით ტერიტორიის ცვლილებასთან დაკავშირებით.

დადეთ ეხლა საიტზე მარტო ნიუსი, რომელსაც კაციშვილი ვერ ნახავს."- წერს მჟავანაძე.



„გლდანის მეხუთე მიკრორაიონის მოსახლეობა სტადიონის გასხვისებას აპროტესტებს. მათი თქმით, ტერიტორიაზე მაღალსართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმება, რაც ირგვლივ მდებარე ავარიულ კორპუსებს დანგრევის საფრხეს შეუქმნის. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მათ სტადიონის კეთილმოწყობას დაპირდა, თუმცა არაფერი გაკეთებულა. ისინი ტერიტოიაზე სტადიონისა და სკვერის მოწყობას ითხოვენ. განცხადება სტადიონის გაყიდვასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმაც გააკეთა."- იუწყება „რუსთავი 2".



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner