logo_geo
eng_logo
გენრი დოლიძე: ეს არის 10-წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის და წარმატებული პროექტების შედეგი...
- +

3 აგვისტო. 2017. 20:10


პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს წუთია მაცნობეს, რომ ჩვენი ორგანიზაცია „კავკასიონი" გახდა უმძლავრესი და უდიდესი ევროპული, საერთაშორისო, ორგანიზაციის „ევროპის რეგიონთა ასამბლეის" (ერა) წევრი!

 

ეს არის 10-წლიანი მუხლჩაუხრელი შრომის და წარმატებული პროექტების („წიგნის ხე", „ლიტერატურული კლუბი, www.litklubi.ge, ლიტერატურული ბანაკი „ლიტქალაქი", „ვიდეოტური", „ლიტერატურული ფორუმი", „ინტელექტუალური მარათონი", „ისტორიის კლუბი" და ა.შ.) შედეგი.

 

მადლობა ყველა კლუბელს, ყველა ლიტქალაქელს, ყველა მარათონელს!

 

მადლობა აჭარის მთავრობას რეკომენდაციისთვის!

 

მადლობა ყველა დონორსა და პარტნიორ ორგანიზაციას, ვინც ამ 10 წლის განმავლობაში საშუალებას გვაძლევდა საყვარელი და სასარგებლო საქმე გვეკეთებინა:

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;

აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი;

ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი;

აჭარის მწერალთა სახლი;

ბათუმის მერია;

ევროპის ფონდი;

CENN;

ლიტერატურული ჟურნალი „ზღვაური";

 

რაც მთავარია, იმ მრავალრიცხოვან გუნდს, რომლის დამსახურებაც არის ეს წარმატება!

 

დავით არძენაძე და გიორგი გაბაიძე, თქვენი თაოსნობით!" - წერს გენრი დოლიძე.


http://www.litklubi.ge/


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner