სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობის სრულმა შემადგენლობამ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
ეს პროცედურა აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის პრემიერმა სინძო აბემ მთავრობაში ცვლილებები განახორციელოს. პრემიერმა მთავრობის განახლების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგის გადასარჩენად მიიღო.
პრემიერი მთავრობის ახალ შემადგენლობას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.