logo_geo
eng_logo
აფხაზეთში აფეთქების თვითმხილველები: გვეგონა, რომ ომი დაიწყო
- +

3 აგვისტო. 2017. 21:43


აფხაზეთში აფეთქებისას, რომელის დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა და 64 დაშავდა, თვითმხილველებს ეგონათ, რომ ომი დაიწყო.


„კაფეში მინდოდა შესვლა, როდესაც ბევრი აფეთქების ხმა ერთდროულად გავიგონე. პირველი აზრი - ომი დაიწყო! ჩემს ირგვლივ ყველა ქუჩაზე დაწვა შიშისგან", - უყვება გამოცემა RIA-ს ერთ-ერთი თვითმხილველი.


გუდაუთას რაიონში მდებარე სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად ორი რუსი ტურისტი გარდაიცვალა, 64 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულებიდან 27 რუსეთის მოქალაქეა.


ადგილობრივების თქმით, საბჭოურ პერიოდში იქ ინახებოდა გაზის საწინააღმდეგო ნიღბები, კარვები, ხოლო 90-იან წლებში, იქ გადამალეს საარტირელირიო ჭურვები.


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს საწყობში აფეთქება 2 აგვისტოს საღამოს მოხდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner