კრიმინალური ინდექსის მიხედვით, 117 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ექვსეულშია.
კრიმინალურ ინდექსის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, 117 ქვეყანას შორის საქართველო 112-ე ადგილზეა.
საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით მხოლოდ ტაივანი, ჰონგ კონგი, იაპონია, სინგაპური და სამხრეთ კორეა უსწრებენ.
კრიმინალური ინდექსის მიხედვით, საქართველოში უსაფრთხოების ინდექსი 77.84%-ზეა, ხოლო კრიმინალის - 22.16%-ზე.
ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, უკრაინა 43-ე ადგილზეა, თურქეთი 71-ეზე, რუსეთი 50-ეზე, აზერბაიჯანი 87-ეზე, ხოლო სომხეთი 93-ეზე.
კრიმინალური ინდექსის მონაცემებით, ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანათა ხუთეულში ვენესუელა, სამხრეთ სუდანი, სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ჰონდურასი არიან.
ამ მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები 42-ე ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი 62-ე, შვეიცარია 105-ეა, ხოლო საფრანგეთი კი - 59-ე.