მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" წევრ კოტე იოსელიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„კარს ვაღებ, გავდივარ და ეს ბუკლეტი ჩამოვარდა. „ვწუხვარ, რომ ვერ შეგხვდით. კ.იოსელიანი".
ან რომელი ქეთო მე მნახე, კოტე ბატონო? წუხხარ კი არა, კიდევ კარგი მეძინა და კაკუნის ხმა ვერ გავიგე... მე შენს ადგილზე ცხვრის ფარას დავკლავდი.
თან ახლა კარების ის ადგილი სადაც ეს იყო გარჭობილი, უნდა გავწმინდო, ჯადოებივით არიან და ემანდ „განახლებულ ნაციონალურ მოძრაობაში" არ ვდურცო თავი...
აუ, ძალიან ნაგლები ხართ რა, კოტეიან-ქეთოიანად", - წერს თემურ გვალია.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კოტე იოსელიანმა თავის მაჟორიტარულ ოლქში მაცხოვრებლებს, რომლებთან შეხვედრაც ვერ მოახერხა, შემდეგი შინაარსის წერილები დაუტოვა: „ვწუხვარ, რომ ვერ შეგხვდით" - კოტე იოსელიანი.