BBC-ის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში სამხედრო კოლონაზე თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 5 ამერიკელი სამხედრო დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
გაერო-ს ცნობით, 2017 წლის პირველ ნახევარზე ტერაქტებს 1662 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.