logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: გიგა ბოკერია უსირცხვილოდ ცრუობდა, თითქოს...
- +

4 აგვისტო. 2017. 02:15


თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მაიკ პენსის მიერ საქართველოს მთავრობის მიმართ მხარდაჭერის გამო გამოწვეულმა შოკმა „ნაცებსა" და მათ ლიბერალურ საძმოს ვერაფერი ასწავლა, კვლავ გაფუჭებული პატეფონივით იმეორებენ ერთსა და იმავე სისულელეებს.

 

გამოვიდა „ევროპელი" ბოკერია და განაცხადა, რომ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მთავრობა „კიდევ უფრო პრორუსული" იქნებოდა.

 

თან უსირცხვილოდ ცრუობდა, თითქოს 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ" ნებაყოფლობით და მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება.

 

თითქოს საქართველოს მოსახლეობას სკლეროზი აქვს და არ ახსოვს, რა და როგორ მოხდა.

 

კიდევ უფრო ორიგინალური გახლდათ ხატია დეკანოიძე.

 

ჯერ ხომ პოროშენკო ღალატში დაადანაშაულა, ოღონდ არ დაუკონკრეტებია, კერძოდ ვის უღალატა მან, ან რატომ არის მიხეილ სააკაშვილის აპატრიდად დატოვება ღალატი, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე უარის თქმა- პატრიოტიზმი.

 

შემდეგ ზემოხსენებულმა ქალბატონმა წარბშეუხრელად განაცხადა, რომ აშშ არ მოითმენს პროკურატურისა და სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გადაქცევას საქართველოში.

 

ამას ამბობს ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა იმ რეჟიმს, ვინც სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების სისტემა სახელმწიფო ტერორის იარაღად აქცია, სისტემად, სადაც გამამართლებელი განაჩენები 0.01 % შეადგენდა, ხოლო წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოველდღიური პრაქტიკა იყო.

 

სახელმწიფო აპარატის მუშაობა არასოდეს არის სრულყოფილი და სრულად თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისაგან, მაგრამ არსებობს გრადაციები.

 

ყველაზე დიდი უბედურება მაშინ იწყება, როცა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი სახელმწიფო აპარატს ტერორის ინსტრუმენტად იყენებს.

 

სასაცილოა, როცა ასეთი სახელმწიფო ტერორის შემოქმედნი დაძრწიან ქვეყანაში და ახალ რევოლუციაზე ოცნებობენ, თან თუ ვინმემ მათ უსირცხვილო და თავხედურ ქმედებაზე ხმა ამოიღო, დემოკრატიის და გამოხატვის თავისუფლების მანტრებს იშველიებენ.

 

გუშინ გრიგოლ ვაშაძე გმირულად შეუვარდა კაბინეტში ნუგზარ მალაღურაძეს ჟურნალისტებთან ერთად და ამ უკანასკნელის თმენის ვალდებულებით ბოროტად ისარგებლა.

 

საინტერესოა რა მოხდებოდა ნუგზარ მალაღურაძეს რომ მოესურვა ვაშაძესთან ასეთი შევარდნა თავის დროზე.

 

ცხადია, ვაშაძემ ეს შევარდნა წინასაარჩევნო პიარისთვის გამოიყენა, რატომაც არა? ტრაქტორისტთან ბლატაობას რით ჩამოუვარდება კამერების წინ.

 

რას უზამ.

 

დემაგოგებს ჯერ ვერავინ აუკრძალა დემაგოგობა კაცობრიობის ისტორიაში. ვერც ვერავინ აუკრძალავს კრეტინებს დემაგოგების სიყვარულს.

 

მთავარია, დემაგოგებისა კრეტინების ამ მუდმივმა ტანდემმა კრიტიკულ მასშტაბს არ მიაღწიოს.

 

როგორც ხშირად ხდება ხოლმე ჩვენში და არა მარტო ჩვენში", - წერს მანჯავიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner