„პარი სენ-ჟერმენმა" ნეიმართან კონტაქტი ოფიციალურად გააფორმა. ამის შესახებ rmcsport-ი წერს.
მანამდე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ბარსელონასგან" საკუთარი კონტარქტი 222 მილიონ ევროდ გამოისყიდა, რათა „პსჟ"-ს უეფას ერთ-ერთი მთავარი ფინანსური წესი (Financial Fair Play) არ დაერღვია.
მედიის ცნობით, ნეიმარმა ფრანგულ საფეხბურთო კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ყოველწლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.