logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აფხაზები, როგორც ერი, არ არსებობდნენ, გაქრნენ
- +

4 აგვისტო. 2017. 12:46


 

„რუსეთი არ მოელოდა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ ასეთ გამოკვეთილ მხარდაჭერას. რუსეთს ძალიან ძვირად დაუჯდა ეს ყველაფერი, ეს არის, რომ ძალიან გვიან ხვდება. რაც არ უნდა ქნას პუტინმა, სოხუმში ჩავა თუ არ ჩავა, სურათი შეცვლილია, ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთში რუსებს ოკუპანტებს ეძახიან", - ასე აფასებს 8 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესაძლო ვიზიტს აფხაზეთში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი „ახალ თაობასთან" ინტერვიუში.

 

„აქამდე თუ რუსეთი აფხაზების მიერ აღქმული იყო, როგორც დიდი მფარველი, ახლა სურათი რადიკალურად არის შეცვლილი, მიხვდნენ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ აფხაზები, როგორც ერი, არ არსებობდნენ, გაქრნენ. ყველაფერი რუსეთმა წაიღო, არაფერი აფხაზებს არ დაუტოვა, ადგილზე მმართველობის თვალსაზრისითაც. მთელი ენერგოსისტემა, რკინიგზა, ვაჭრობა _ ყველაფერს მოსკოვი აკონტროლებს. რუსებმა აფხაზებს ყველაფერი წაართვეს. ამას ახლა მიხვდნენ აფხაზები. პუტინი სოხუმში ჩადის არა როგორც მეგობარი, სტუმარი, არამედ, როგორც ოკუპანტი. აფხაზებს რუსები განადგურებისკენ მიაქანებენ. აფხაზეთში აფხაზური გენოფონდი თითქმის იცლება. დემოგრაფიული მდგომარეობა სავალალო დღეშია. ურთულესი ვითარებაა, თუ აქამდე რუსი ტურისტი მაინც ჩადიოდა, ახლა ისინი აღარ ჩადიან, რადგან დავალებაა, ყირიმში უნდა ჩავიდნენ", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

 

 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner