logo_geo
eng_logo
ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომის გამოძიების საქმეში რუსეთსა და ცხინვალს ჰააგის ოფისთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
- +

4 აგვისტო. 2017. 12:52

 


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს" მოუწოდებს, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით მის ოფისთან ითანამშრომლონ და აცხადებს, რომ ის და მისი ოფისის წარმომადგენლები პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში გაემგზავრებიან მოსკოვში და ცხინვალში. ინფორმაციას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას ოფისზე დაყრდნობით, ipn-ი ავრცელებს.


ფატუ ბენსუდა და მისი ოფისი მიიჩნევს, რომ ეს ხელს შეუწყობდა წვდომას დანაშაულის ჩადენის ადგილებზე და დანაშაულის მსხვერპლზე, მიუხედავად მათი ეთნიკურობისა და ეროვნებისა.

 

„ფატუ ბენსუდა და მისი ოფისის წარმომადგენლები რეგულარულ კონტაქტში არიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გამომძიებლები აქტიურად აგროვებენ მტკიცებულებებს. პროკურორის ოფისისთვის კონფლიქტის ყველა მხარესთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ქალბატონმა ფატუ ბენსუდამ ყველა მხარეს მოუწოდა, პროკურორის ოფისთან ითანამშრომლონ და განაგრძობს თავის ძალისხმევას, რათა რუსეთი და „სამხრეთ ოსეთი" ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში.

 

ქალბატონი ბენსუდა კვლავ მოუწოდებს რუსეთსა და ე.წ.„სამხრეთ ოსეთს" მის ოფისთან ითანამშრომლონ და აცხადებს, რომ ის და მისი ოფისის წარმომადგენლები პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში გაემგზავრებიან მოსკოვში და ცხინვალში", - აცხადებენ ჰააგის პროკურორის ოფისში.


ფატუ ბენსუდა 2004 წლის 8 აგვისტოს აირჩიეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გენერალური პროკურორის მოადგილედ. 2012 წელს კი, მან გენერალური პროკურორის თანამდებობა დაიკავა. საქართველდოან გაგზავნილი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, ფატუ ბენსუდამ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ბენსუდა 2015 წლის ოქტომბერში, საქმის შესწავლის მიზნით საქართველოსაც სტუმრობდა.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner