logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

11 აპრილი. 2016. 10:09


შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული მანუჩარ ა. თბილისში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 91 აბი, 7 აბი „მეტადონი" და 0,0359 გრ. ჰეროინი ამოიღეს.


ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მანუჩარ ა.-ს ოპიუმის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.


გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner