არსებული ინფორმაციით, სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 39 წლის ვახა ბუგიევი საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა. ბუგიევი ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა.
გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა. როგორც პანკისის ხეობაში ყვებიან, ის სირიაში 2015 წელს წავიდა, თუმცა როდის გადაკვეთა საზღვარი ან როგორ ჩავიდა იქ, დეტალები არ იციან.