logo_geo
eng_logo
„შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული ნივთიერება“
- +

4 აგვისტო. 2017. 22:42



მუსიკალური ფესტივალის „GEM Fest"-ის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ:


„GEM Fest ის არსებობის დღიდან ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე აქტიურად ვეწევით კამპანიას ნარკოტიკული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი „ბიოს" მავნებლობის შესახებ. უფრთხილდით „ბიოს", ის კლავს! შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ მიზნით „GEM Fest"-ის სივრცეში ხდება თითოეული ვიზიტორის პასის სკანირება, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და ასევე სტუმართა სრული შემოწმება. შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით „ბიო"! საფესტივალო სივრცეში 24/7-ზე ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სამი მედ-პუნქტი, რომელიც მიმართვიანობის შემთხვევაში, ეფექტურად მუშაობს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ „ბიო" არის შხამი და ის კლავს!", - ნათქვამია განცხადებაში.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner