„საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთს მიმართა", - ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.
„მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა", - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს პოლონეთში ჩავიდა.