logo_geo
eng_logo
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთს მიმართა
- +

4 აგვისტო. 2017. 22:46



„საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთს მიმართა", - ამის შესახებ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს.


„მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა", - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს პოლონეთში ჩავიდა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner