logo_geo
eng_logo
ზვიად გუბელაძე: მამა გიორგი მამალაძემ ვერც ერთ კრიტიკულ შეკითხვას ვერ უპასუხა
- +

4 აგვისტო. 2017. 23:15



დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დაიკითხა. პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ დეკანოზმა დღევანდელ დაკითხვაზე ვერც ერთ კრიტიკულ კითხვას ვერ უპასუხა.

 

„ბრალდებულმა ვერც ერთ კრიტიკულ შეკითხვას ვერ გასცა პასუხი. მის ნაცვლად ყოველ კითხვაზე პასუხს ადვოკატები სცემდნენ, რის გამოც მათ არაერთი შენიშვნა მიიღეს. ბრალდებულმა ვერ აგვიხსნა, რატომ ინტერესდებოდა ის ციანიდის მომწამვლელობის ეფექტით, თუ ის არ აპირებდა მკვლელობას, ასევე, რატომ ინტერესდებოდა თუ ვინ ჭამდა ტკბილს. მას შემდეგ, რაც ბრალდებული მიხვდა, რომ აბსურდული იყო შორენა თეთრუაშვილის თვითმკვლელობის მიზანი, მან დღეს შეცვალა ვერსია და აღნიშნა, თითქოს არ იცოდა, აპირებდა თუ არა შორენა თეთრუაშვილი თვითმკვლელობას", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner