კლაიპედაში საქართველო-ლატვიას შორის საკალათბურთო ამხანაგური შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
ქართველმა კალათბურთელებმა ლატვიის ნაკრები 73:69 დაამარცხეს და ტურნირის ფინალში გავიდნენ.
მთელი მატჩის მანძილზე ქართველთა მხრიდან საუკეთესოდ გიორგი შერმადინი ირჯებოდა. მის ანგარიშზე 20 ქულა და 13 მოხსნა იყო.
ლატვიელთა მხრიდან გამორჩეული იყო დაირის ბერტანსი, რომელსაც ასევე 20 ქულა ჰქონდა მოპოვებული.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, 20:30 საათზე ლიტვა - პოლონეთის წყვილში გამარჯვებულის წინააღგმდეგ გამართავს.