logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: არ უნდა შეიქმნას კრიზისი, რომ ივანიშვილს კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებამ მოუწიოს
- +

11 აპრილი. 2016. 10:45



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა განსაკუთრებით თვალში საცემი გიორგი კვირკაშვილის პრემიერად არჩევის შემდეგ გახდა.



როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის უკვე მეორე მცდელობაა, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდეს. ეს ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. ფაქტია, როდესაც თავის დროზე პოლიტიკიდან წავიდა, გარემოებებმა ამის საშუალება ბოლომდე არ მისცა - ის საჯარო განცხადებებს აკეთებდა და პოზიციებსაც აფიქსირებდა. არ უნდა შეიქმნას ქვეყანაში კრიზისი, რომ ივანიშვილს კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებამ მოუწიოს, ეს პოლიტიკური პროცესისთვის დამანგრეველი იქნება. კითხვაზე, წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ერთადერთი ეფექტური პასუხი დემოკრატიულად აწყობილი პარტია ქართული ოცნება" იქნება. საზოგადოებას უნდა ჰქოდეს განცდა, რომ პარტიაში გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები ლიდერები არიან, რომლებიც წარმატებასაც და წარუმატებლობასაც ერთნაირად უმკლავდებიან. ეს ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ მოეხერხა, რაც მათთვისვე გახდა დიდი პრობლემა და ცუდი იქნება, თუ ქართული ოცნებაც" ვერ მოახერხებს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner