ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში „Gem fest"-ზე 22 წლის გოგონას გარდაცვალებას შემდეგი სახის პოსტით ეხმიანება:
„არც ერთ ჟურნალისტს არ მოუვიდა აზრად, წავიდეს და რეპორტაჟი მოამზადოს, ანაკლიაში, ამ ტექნო ფესტივალზე, მართლა იყიდება თუ არა ნარკოტიკი? თუ მართლა იყიდება, ვინ ყიდის, საიდან და როგორ?... მერე იკითხავთ, გაბუტული სახეებითა და ბეცი თვალებით, „ვაიმე ეს კაცი რატომ გვიყურებს ზემოდან?" - წერს ფოფხაძე.