logo_geo
eng_logo
შსს-მ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე პირი დააკავა
- +

5 აგვისტო. 2017. 13:30


შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ზ. და 1991 წელს დაბადებული დ.ნ. ნარკოდანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში დააკავეს.

 

„სამართალდამცველებმა, ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას, 24 აბი ე.წ. „ექსტაზი" ამოიღეს.  დ.ნ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 14 აბი ე.წ. „ექსტაზი" და მუყაოს ფირფიტა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით,  1,6547 გრამ „მდმა"-ს შეიცავს.

 

ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).

 

ბოლო 4 დღის განმავლობაში  განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირია დაკავებული", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner