logo_geo
eng_logo
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- +

5 აგვისტო. 2017. 15:15


ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტს ბაქარ ყორშიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აქვე, სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის დაკავებული 500 ლარით დააჯარიმა.


ბაქარ ყორშიას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 5 სექტემბერს დაინიშნა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner