ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტს ბაქარ ყორშიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აქვე, სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის დაკავებული 500 ლარით დააჯარიმა.
ბაქარ ყორშიას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 5 სექტემბერს დაინიშნა.