logo_geo
eng_logo
ზუგდიდის საავადმყოფოდან „Gem Fest“-ის მონაწილე ხუთი პაციენტი გაწერეს
- +

5 აგვისტო. 2017. 17:45


ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გუშინ გადაყვანილი ექვსი პაციენტიდან ხუთი გაწერეს, ერთი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


საავადმყოფოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჰოსპიტალიდან ასევე გაეწერა „Gem Fest"-ის მონაწილე 29 წლის მამაკაცი, რომელიც რეანიმაციაში გუშინ გამთენიისას მოხვდა.


შეგახსენებთ, რომ დაუზუსტებელი სუბსტანციის და ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით 2 დღის განმავლობაში 15 პაციენტი მოათავსეს. გუშინ ზუგდიდის საავადმყოფოში ამავე დიაგნოზით გადაყვანილი 22 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner