logo_geo
eng_logo
იუმორისტ დავით როსტომაშვილის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
- +

5 აგვისტო. 2017. 19:52


იუმორისტ დავით როსტომაშვილის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.


შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულის ვინაობას არ ასახელებენ. იგი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.


მანამდე დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული იყო ზურაბ ქუთელია, კიდევ ერთი პირი კი, მიმალვაში იმყოფება.


დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება 2017 წლის 14 ივნისს დაიწყო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner