logo_geo
eng_logo
ჰააგის სასამართლომ საქართველოში ოფისი შესაძლოა წელს გახსნას
- +

5 აგვისტო. 2017. 20:14


ჰააგის სასამართლო საქართველოში ოფისის სწრაფად გახსნის სურვილს გამოთქვამს, თუმცა ამ დრომდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ზუსტ თარიღს არ აკონკრეტებენ. ასევე არ კონკრეტდება ადგილი, სადაც ოფისი უნდა განთავსდეს.


იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადეგნლობის დეპარტამენტის უფროსის, ბექა ძამაშვილის ინფორმაციით, ოფისის მთავარი დანიშნულება საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იქნება. ასევე არ კონკრეტდება ადგილი, სადაც ოფისი უნდა განთავსდეს.


„ოფისის გახსნა საქართველოში, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს ოფისი მათთვის იქნება ფაქტობრივად შესაძლებლობა, რომ საზოგადოებასთან უფრო აქტიური კონტაქტი ჰქონდეთ და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე უკეთესად იმუშაონ. მათი სურვილია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას ოფისი საქართველოში, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. სურვილი აქვთ, ეს ამ წელსაც გაკეთდეს, თუმცა ზუსტად განსაზღვრული ჯერ არ აქვთ. სად გაიხსნება ოფისი, ესეც სასამართლოს გადასაწყვეტია, თუმცა ოფისი იქნება ისეთ ადგილზე, რომ ჰააგის სასმართლომ აქტიურად და ეფექტიანად შეძლოს მიზნის მიღწევა - საზოგადოებასთან ურთიერთობა და საზოგადოების ინფორმირება.

 

ოფისის ძირითადი დანიშნულება იქნება საინფორმაციო ხასიათის. გამოძიება წარიმართება ჰააგიდან. გამომძიებლები ჩამოვლენ და დაბრუნდებიან", - აცხადებს ბექა ძამაშვილი.


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი ჰააგაში მდებარეობს. სასამართლომ ფუნქციონირება 2002 წელს დაიწყო და მის კომპეტენციაშია იმ პირების გასამართლება და დასჯა, რომლებსაც ბრალი ედებათ გენოციდში, სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner