სირიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ეფრემ მეორის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიის ქალაქ ელ-ქარიატეინში 21 ქრისტიანი მოკლეს.
„BBC"-ის ცნობით, მოკლულებს შორის სამი ქალია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგულია კიდევ ხუთი ადამიანი, ვარაუდობენ, რომ ისინიც მოკლულები არიან.
ქალაქი ელ-ქარიატეინი „ისლამურმა სახელმწიფომ" გასული წლის აგვისტოში დაიკავა. გასულ კვირას კი სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი გაათავისუფლეს. იქ ამ დრომდე დაახლოებით 300 ქრისტიანი ცხოვრობს.
„ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლეთ. ჩვენ შეგვიძლია ისევ თანაცხოვრება, თუ მშვიდობა იქნება ქვეყანაში", - განაცხადა ეფრემ მეორემ.