logo_geo
eng_logo
ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი გამოკითხულთა უმეტესებისთვის სამუშაო ადგილებია
- +

11 აპრილი. 2016. 11:07



NDI-ს კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია. 35% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი არის ფასების ზრდა/ინფლაცია, 30% - სიღარიბეს, 26% - პენსიებს ასახელებს, ხოლო ხუთეულის ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტერიტორიული მთლიანობა სახელდება.



გამოკითხვის თანახმად, რუსეთთან ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად კვლევაში მონაწილე ადამიანების 12%-მა დაასახელა.



გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner