logo_geo
eng_logo
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ლიტვის ნაკრები დაამარცხა და ოთხთა ტურნირის გამარჯვებული გახდა
- +

6 აგვისტო. 2017. 00:12


საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 დაამარცხა.


შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69).


საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კიდევ ორ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. გუნდი ლიტვიდან სამშობლოში დღესვე გამოფრინდება. თბილისში გუნდს ზაზა ფაჩულია შეუერთდება.


8 აგვისტოდან ნაკრები კვლავ განაახლებს ვარჯიშს. 11-13 აგვისტოს კი ჩვენი გუნდი თბილისის მერიის თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის ორჯერ დაუპირისპირდება ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს.


ამის შემდეგ კი ევრობასკეთისთვის მზადების ფარგლებაში ჩვენი კალათბურთელები მესამე ტურნირში მონაწილეობის მისაღებად საბერძნეთში გაფრინდებიან და აკროპოლისის თასის ტურნირში იასპარეზებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner