logo_geo
eng_logo
გაერო-მ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა
- +

6 აგვისტო. 2017. 00:42


BBC-ის ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, სანქციების გაფართოებას გულისხმობს.


რეზოლუცია ეხება ჩრდილოეთ კორეიდან იმპორტს - კერძოდ რკინის, ქვანახშირის, ტყვიის, ნახშირბადისა და ზღვის პროდუქტების აკრძალვას. გარდა ამისა, ბანკის ანგარიში გაეყინათ ფხენიანის საგარეო სავაჭრო გემებს, რომლებმაც გაეროს რეზოლუცია დაარღვიეს. მათ აეკრძალათ ყველა სახელმწიფოს პორტში შესვლა.


დოკუმენტი ასევე უკრძალავს დასავლურ ფირმებს, ჩრდილოკორეულ კომპანიებთან შერეული საწარმოების შექმნას და უკვე არსებულ ერთობლივ პროექტებში კაპიტალის დაბანდებას.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეზოლუციის პროექტი მას შემდეგ შეიმუშავა, რაც 28 ივლისს ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.​


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner