უკრაინაში ე.წ. კასრების საქმეში მონაწილე, ძებნილი კოხტა კოდუა დააკავეს.
2013 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ტყის მასივში, 8 ცალი პოლიეთილენის კასრი იპოვეს, სადაც დიდი ოდენობით ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, შსს-ს საინფორმაციო ბაზიდან წამოღებული დოკუმენტები, ნარკოტიკული საშუალებები და 18 ცალი ვიდეოფირი აღმოჩნდა.
როდესაც გამოძიებამ კასრებში ნაპოვნი ვიდეოფირებზე ჩაწერლი მასალა დაათვალიერა, აღმოაჩინა, რომ ორ მათგანზე ორი მამაკაცის გაუპატიურების ფაქტი იყო ჩაწერილი. გამოძიებამ ფირზე აღბეჭდილი ყველა პირის იდენტიფიცირება მალევე მაოხერეხა და ისინი დააკავა.
ნაპოვნი ვიდეოჩანაწერებისა და სხვა მოკვლეული მასალით გამოძიებამ დაადგინა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროს მეგის ქარდავას, პოლიციელებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შექმნილი ჰქონდა დაჯგუფება, რომლის წევრებიც უკანონოდ აპატიმრებდნენ ადამიანებს და სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, წინასწარ აშენებულ მიწისქვეშა ბუნაგებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. დაკავებულის გასაუპატიურებლად კი ადამიანს ქირაობდნენ, რაშიც მას ფულს უხდიდნენ.
|კასრების საქმეზე" განაჩენი 2014 წელს გამოაცხადდა. საქმის მასალების მიხედვით, 12 ბრალდებულიდან ერთ-ერთს - თ.უ. - ს ბრალი ორი მამაკაცის გაუპატიურებაში ედებოდა, რის სანაცვლოდაც მან მთლიანობაში 55 ლარი აიღო.
კოხტა კოდუა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის იმ მუხლებით, რაც გულისხმობს გაუკუღმართებული ფორმით სქესობრივი კონტაქტის ძალადობით დამყარებას, წამებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. მას საბოლოო სასჯელის ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
უკრაინაში დაკავებულის კოხტა კოდუას ექსტრადირება საქართველოში უახლოეს პერიოდში მოხდება, საქართველოს სამართალდამცავმა უწყებებმა შესაბამისი დოკუმენტები, უკრაინის მხარეს უკვე გადაუგზავნა.