ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.