logo_geo
eng_logo
შსს: ხელვაჩაურში მამაკაცი შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს
- +

6 აგვისტო. 2017. 12:13



ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.


როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner