logo_geo
eng_logo
NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს 20% უჭერს
- +

11 აპრილი. 2016. 11:22



NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 20% უჭერს. შეკითხვაზე, რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და ყაზახეთის მიერ, დადებითი პასუხი რესპონდენტთა მხოლოდ 20%-მა გასცა.


რაც შეეხება შეკითხვას, უნდა გაწევრიანდეს თუ არა საქართველო ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 61%-ს აქვს. რესპონდენტთა 9 % არცერთ აღნიშნულ კავშირში გაწევრიანებას არ ეთანხმება, კიდევ 9%-მა „არ იცის", 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.


გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner